X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობაში მონაწილეობას ქართული კომპანიებიც შეძლებენ

20 თებერვალი 2021

წელს უკვე დაიწყება დღესდღეობით  ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის- კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარტლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გათვალისწინებით ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობას, მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართული კომპანიებიც შეძლებენ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასეთი გამოცდილება სამინისტრომ მიიღო ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების შედეგად, სადაც ოთხიდან სამ ლოტზე მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა.